saqarTvelos mdinareebi - WobareTi

ტერიტორიული ერთეულები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 23 კმ
აუზის ფართობი 106 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0.85 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავანის მარჯვენა შენაკადი. სათავე თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზეა. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, წყალმცირობა - წლის დანარჩენ დროს.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 მ³/წმ.